1 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში,  კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის გამოც აეროპორტი დროებით დაიხურა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. 


დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მფრინავი, ბორტგამცილებელი და მგზავრი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები