1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბინა გამიქურდეს, ისინი ჩემმა გოგონებმა დაიქირავეს”- ქუთაისში რძალ-მულმა ბინა გაქურდა

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. საქმეში ეჭვმიტანილია ორი გოგო, რომლებიც დაახლოებით 1 თვის მანძილზე თავს რძალ-მულად ასაღებდა.

"ბინა გამიქურდეს, ისინი ჩემმა  გოგონებმა დაიქირავეს, რძალ-მული ვართო, გასაღები 24 აგვისტოს ჩავაბარე, დღეს კი შემატყობინეს ქურდობის შესახებ. გაიტანეს ყველაფერი ავეჯი და ტექნიკა. საქმე ძიებაშია, აშკარად თაღლითების ბანდა მოქმედებს”- განაცხადა დაზარალებულმა  “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება 177 მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები