0 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისია: 5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის

კომუნიკაციების კომისია  აქტიურად მუშაობს, რომ2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება  ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან  5G ინტერნეტი, აუცილებელი  წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G  ქსელისა და მომსახურებებისთვისსაჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად    აუქციონიჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ. 

ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვისპარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.  გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS -მა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება. 

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G  ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე  ზეგავლენას არ ახდენს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.  

კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია  5G  ტექნოლოგია.  

მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული  ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებშიარ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია - საზოგადოებისთვის. 

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობსმსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტორეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების  მეშვეობით.     

 

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც - საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე - ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.

ამას გრადა მნიშვნელოვანია, რომ  მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც  COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G  ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.  

 

სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნულიტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინეზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლადჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპისდასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას.

 

ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი  გვეკავოს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები