1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

გასული საუკუნეების გაცოცხლებული სული–ჩანადირის ფოტო გამოფენა

ჩამოტვირთვა

„ქალაქის ძველი აივნები“ – ასე ეწოდება გოგა ჩანადირის გამოფენას, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში დღეს საღამოს გაიმართება. ფოტოების თემა მეცხრამეტე საუკუნეში აგებული საცხოვრებელი სახლების აივნებია, რომელიც მაშინდელი ეპოქის თანამედროვე კლასიკური ხუროთმოძღვრების ფორმებს ასახავს. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აივნიან შენობებს სამი წლის განმავლობაში იღებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მან ექსპონატებს სწორედ ის თემატიკა შეურჩია, რაც ტურისტებს ასე ხიბლავთ საქართველოში მოგზაურობისას. სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებმა თბილისს „მრავალაივნიანი ქალაქიც“ უწოდეს. ექსპოზიციის დახურვის შემდეგ საგამოფენო ექსპონატებს ფოტოხელოვანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს საჩუქრად გადასცემს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები