0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის 41 ბავშვია

რუსული მედიის ცნობით, კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა. 

ამჟამად, საავადმყოფოში კიდევ 14 ადამიანი რჩება, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ 64 მოქალაქე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ  კემეროვოში მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მომხდარის გამო ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

კემეროვოში სავაჭრო ცენტრი 25 მარტს დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ამასთან გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის შენობის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ სავაჭრო ცენტრში სახანძრო სიგნალიზაცია რამდენიმე კვირა არ მუშაობდა და ამის შესახებ მეპატრონეები ინფორმირებული იყვნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები