2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს

თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს. სუბურბანი კოლიერსის საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამასთანავე, სუბურბანის კონცეფცია თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს ერგება და სტანდარტად ქცეული ინფრასტრუქტურის შექმნას სცდება. პროექტებში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება. 

სუბურბან საგურამო 95 მიწის ნაკვეთს და 8000 კვ.მ-ზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას გააერთიანებს. სუბურბან ლისი კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება და 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და 9300 კვ.მ ფართობის რეკრეაციულ ზონას მოიცავს.

კოლიერსმა სოციალიზაციისა და დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო სივრცეებზე იზრუნა. დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ კომპონენტს - როგორც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ წინაპირობას. სუბურბანის მიზანია მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საერთო, მწვანე სივრცეებში, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარკების მოწყობასა და მათში მრავალფეროვანი შესაძლებლობებს გაჩენაზე.

სუბურბანის ძირითადი გამოწვევა ლოკაციისა და კონტექსტის შესაბამისი სერვისების დანერგვა იყო. სწორედ ამიტომ, კოლიერსმა პროექტებში „ქარის“ საზიარო ელექტროტრანსპორტი და „ვიჰოსთის“ მოვლა-პატრონობის სერვისები დანერგა. 

სუბურბანის საცხოვრებელ უბნებში მშენებლობა გარკვეული სამშენებლო პარამეტრებით რეგულირდება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ქმნის სოლიდარულ უბანს, ერთიანი, თუმცა არა ერთნაირი ვიზუალით.

პროექტის ავტორი - კოლიერსი, გლობალური ლიდერია უძრავი ქონების სერვისებსა და ინვესტიციების მენეჯმენტში. კომპანია 65 ქვეყანაში ოპერირებს და 18,000 პროფესიონალს აერთიანებს.

„კოლიერსის სუბურბანული პროექტების ძირითადი კონცეფცია სამ კომპონენტზე დგას: სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მეტი ფოკუსი სპორტულ და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებზე და ბაზარზე არსებულ, გამოცდილ კომპანიებთან კოლაბორაციით თანამედროვე სერვისების დანერგვა. კოლიერში წლების განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება, რამაც დაგვანახა რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს და რა გამოწვევების წინაშეა ურბანული დეველოპმენტები დღეს. მისასალმებელია, რომ თიბისი ბანკმა სწორად დაინახა ჩვენი საცხოვრებელი უბნების ღირებულება და მისი სრული მხარდაჭერით განხორციელდება ორივე პროექტი - საგურამოში და ლისის ტბასთან“, - ირაკლი კილაურიძე, კოლიერსის მმართველი პარტნიორი.

„მოხარული ვარ, რომ “კოლიერსისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, ერთდროულად 2 ლოკაციაზე  იქმნება საცხოვრებელი პროექტები. შედეგად, ქალაქში და მის შემოგარენში, 2 წელიწადში, ახალი კონცეფციის, დაბალი განაშენიანების დასახლებები გაჩნდება. თიბისი 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერია. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში ჩართულობა, რომლებიც გააუმჯობესებს ქალაქის იერ-სახეს, ადამიანებს კი ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ გარემოსა და შესაძლებლობებს შესთავაზებს“, - ლაშა ცინცაძე, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები