1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მთავრობას მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე მიანიშნებენ

23  ოქტომბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  გაფანტული სკლეროზის მქონე  პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება კამპანიისერთად ერთმანეთისთვისფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს  აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

შეხვედრაზე პაციენტები და ექიმები შეაჯამებენ  არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენებენ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ცნობისათვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს  ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინასებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან  ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები.

დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მისულ  დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება და დაუსვან კითხვები წამყვან სპეციალისტებს.

შეგახსენებთ, რომ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 

 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები