1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ჩვენ მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, როგორ შეასრულონ ისინი, ასევე კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ" - ვენეციის კომისია

"ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები. ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე”, - განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები