1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია ფანჯიკიძე: „დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი.. მე პირადად არავის ტანჯვა არ მახარებს.. პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს“

„რა მაგის პასუხია და სიტყვა ინტელიგენტს როგორც აღვიქვამ და ვგრძნობ, ვისაც სხვებთან დიდი სხვაობა აქვს ქცევაში, აზრის გამოთქმის კულტურაში, ასევე დისტანცირების უნარში, დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი. ამ ახალგაზრდა კაცს ძალიან თანავუგრძნობ. არ კარგავს ემპათიას სხვათა მიმართ, არ არის კატეგორიული და არავის აყენებს შეურაცხყოფას, მოგეჩვენათ, რომ ცუდად მოგექცნენო.. ზოგადად კი ვფიქრობ, სააკაშვილის ტიპაჟიდან გამომდინარე, ეს ერთი წელი მისთვის მთელი სასჯელის მოხდას უდრიდა და დიდ თავისტკივილსაც ასცდება ქვეყანა, თუ დააკმაყოფილებენ შვილების სათხოვარს. მე პირადად არავის ტანჯვა არ მახარებს. ჩემთვის საკმარისია მითხრან, არასწორად მოგექეცით და ვწუხვარო. შეიძლება უადგილო სენტიმენტალურობად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები