1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის სვანეთში ფრირაიდ კვირეული იწყება

თიბისის მხარდაჭერით, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWQ) საკვალიფიკაციო ეტაპებს უმასპინძლებს. ღონისძიება კურორტ ჰაწვალზე 9-12 მარტს გაიმართება. წელს, 9-10 მარტს, საქართველოში პირველად ჩატარდება ჯუნიორების სერია, სადაც მონაწილეობას 18 წლამდე ახალი თაობის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართება:

●         U14 - თხილამური და სნოუბორდი

●         U16 - თხილამური

●         U18 - თხილამური და სნოუბორდი

თიბისისთვის ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ფრირაიდის კვირეული ქართველ ახალგაზრდა  სპორტსმენებს მისცემს  შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრში და იასპარეზონ საერთაშორისო დონეზე. ფრირაიდისა და ადრენალინის მოყვარულები ახალ, საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები