2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდმა SANS CEE Cyber Tournament 2023-ზე იასპარეზა

SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს სახელით შეჯიბრზე თიბისის კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა.

 

თიბისის გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი - მე-15. თიბისი ჯგუფი შეჯიბრზე გუჯა მარკოზაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ალექს ქისტაურმა წარადგინეს. 

 

“კონკურსის ფორმატი რთული ამოცანების სერიას მოიცავდა - სიმულაციაში კიბერუსაფრთხოების რეალური სცენარები იყო განხილული. ეს ამოცანები მოიცავდა შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ასპექტს - Exploit development, Reverse engineering, web app penetration testing და სხვა”. - ალექ ქისტაური

 

2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. 

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს თანამშრომლების პროფესიული განვითარებასა და საერთაშორისო, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას ყოველდღიურობის გამარტივებისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები