2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისმა“ წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლებით დახურა

 

მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვე გაყიდვების შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა „პორშე ცენტრი თბილისმა“. კომპანიას ახალი ავტომობილების გაყიდვებში 200%-იანი ზრდა აქვს.

პორშე ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებლის პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს საერთაშორისო მასშტაბით. 2023-ის პირველ ნახევარში გერმანულმა ავტოგიგანტმა რეკორდულად ბევრი - 167 354 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-იანი ზრდაა. რეალიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში. ამ მიმართულებით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალმა კომპანიამ, „პორშე ცენტრი თბილისმა“, რომელიც 2011 წლიდან პორშეს ოფიციალური დილერია საქართველოში.

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, ვვარაუდობდით, რომ 2023 წელს ჩვენი მონაცემები გაყიდვებში რეკორდულად მაღალი იქნებოდა. პირველ ექვს თვეში 178 ერთეულის რეალიზაცია მოვახდინეთ. აქვე შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში 170 ავტომობილი გაიყიდა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნად მოდელებში ლიდერია Cayenne. 2023-ის პირველ ნახევარში გაყიდული ავტომობილების 60%-ს Cayenne-ის მოდელი შეადგენს.  

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „Cayenne-თან ერთად წლიდან-წლამდე იზრდება მოთხოვა სპორტქარებზე, რაც ძალიან გვახარებს. წლის პირველ ნახევარში გაყიდული სპორტქარების რაოდენობა უკვე 30-ს შეადგენს.  

რაც შეეხება ელექტრომობილებს, მსოფლიოს მასშტაბით მათზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა Porsche-ს პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის გაყიდვებიც. საერთო ჯამში, გაყიდვების 20% ელექტრომობილებს და Plug in hybrid მოდელებს შეადგენდა.

ელექტროფიცირებული ავტომობილების პოპულარიზაციისათვის „პორშე ცენტრი თბილისი“ დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟებულ დამტენებს კიდევ ორი სადგური კახეთში დაემატა. 

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „კომპანიის შემოსავლების ზრდაში აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას განახლებული შოურუმის როლს, სადაც, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრიც არის წარმოდგენილი. ამას გარდა, საგულისხმოა გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. იქიდან გამომდინარე, რომ პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც მომხმარებელს სერტიფიცირებული მექანიკოსები ემსახურებიან გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით“.

2023 წლის წარმატებული პირველი ნახევრის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისს“ ამბიციური გეგმები აქვს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშიც. რაც შეეხება პორშეს გლობალურ მიზნებს, გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე ოფიციალურადაც განაცხადა, რომ 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილი იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.

 --

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები