0 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი შეხვედრას “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”-ს უმასპინძლებს

 

5 მაისს, 8 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, Ieri Store-თან და Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე “მოდის სცენის მიღმა ცხოვრება”.

შეხვედრის მთავარი სპიკერები იქნებიან Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი, Gael Mamine  და Margiela-ს ყოფილი სცენოგრაფი, Ania Martchenko.

 

გაელი და ანია გაუზიარებენ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას ინდუსტრიაში, ისაუბრებენ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე და მათ თანამშრომლობაზე მოდის ცნობილ ბრენდებთან. ასევე, განიხილავენ კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კომუნიკაციის მნიშვნელობას კულტურებს შორის და იმ გავლენებზე რაც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

გაელ მამინი იყო Balenciaga Heritage და Pierre Bergé - Yves Saint Laurent Foundation კოლექციების ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს როგორც მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ანია მარჩენკო სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2003 წლიდან 2008 წლამდე, მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი.

 

შეხვედრა გაიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე.

 

დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge - ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

 

*ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები