0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

 

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში აგრო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ადგილობრივ ბიზნესებს  შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილად გაეცნოთ, თუ რა საბანკო პროდუქტები  და  სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.

 

ღონისძიებები მარტსა და აპრილში გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში. პანელურ დისკუსიებში თიბისისთან ერთად მონაწილეობდნენ  წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და კომპანია აგრო-კომი.

 

შეხვედრებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, ასევე, საშუალო და მსხვილი ფერმერები და სტარტაპერები ესწრებოდნენ.  

 

„ჩვენი შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება იმ მასშტაბური პროექტების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ თიბისი ბანკი სთავაზობს პარტნიორ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოვონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი.  თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად მარტივია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც  პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ - შოთა გონგლაძე, თიბისი სახელმწიფო პროექტების მართვის  ხელმძღვანელი.

 

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ - შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში - სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა)“ და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის  ძლიერი სოფლის პროგრამით: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

 

შეხვედრებზე მისულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა ყველა ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, ეს არის  ბიზნესის დაწყება, განახლება, გადაიარაღება გაფართოება და ა.შ. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის — ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა.  -  ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

„რეგიონებში ასეთი შეხვედრები კარგი  საშუალებაა იმისა, რომ კერძო სექტორი  და სახელმწიფო უფრო აქტიურად საუბრობდეს და უფრო მეტად ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას.  ჩვენ მათ მოვუყევით იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სთავაზობს ფერმერებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ პროგრამებში, რომლებსაც ერთობლივად ვახორცილებთ ან შეიძლება მომავალში დავნერგოთ, სწორად გავითვალისწინოთ მეწარმეების სატკივარი თუ საჭიროებები,“ - მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

„სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს ემთხვევა. ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან  ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს,“ — ვერიკო ხომერიკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი.

 

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს მხარდაჭერას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს  და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები