2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავარი არხის იურიდიული მისამართი წალენჯიხა იქნება – გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხის იურიდიული მისამართი წალენჯიხა იქნება.

“მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა.

არხის გადაწყვეტილებით, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ შევიცვლით იურიდიულ მისამართს და გადავიტანთ იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება – წალენჯიხაში”,– წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერი ოპოზიციონერი, გია ხარჩილავა გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები