1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მოკლულის ცოლი დააკავა

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. “კურიერის” ინფორმაციით დაკავებულია მოკლული ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე, მას, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

34 წლის მამაკაცის მკვლელობა 14 მარტს მოხდა და პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა, თუმცა ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებისგან ობიექტურ გამოძიებას და როგორც თავად ამბობდნენ, მკვლელობის მთავარი ფიგურანტის,  გარდაცვლილის მეუღლის დაკავებას ითხოვდნენ.  მათი თქმით,  ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა და მის მკვლელად სწორედ მას ასახელებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები