2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტი საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს - თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და ნიკა გვარამია

პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და "რუსულ პარტიას" შორის.

„ის (პრეზიდენტი) საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ რუსულ შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება, რადგან მათ შორის საუბრის გარდა სხვაობა არაფერი არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან - ეს ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები