2 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა რამდენი ბავშვია დაავადებული აქონდროპლაზიით, არც ხედვა აქვს მედიკამენტის შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას - ნუთუ ჭკვიანი ურნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ჯანმრთელობა და სიცოცხლე?!

 

„მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერს - ბიუჯეტის ფული მათი ხომ არ არის?! ამ ხალხის და ჩვენი ფულია, პრიორიტეტი კი, ბავშვების ჯანდაცვა და სიცოცხლეა. ამ ქვეყანაში უამრავი ფული არამიზნობრივად იხარჯება. თბილისში ჭკვიანი ურნების შესაძენად უზარმაზარი თანხა იხარჯება, ნუთუ ჭკვიანი ურნა უფრო ძვირფასია, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე? ამიტომ, ეს თანხა უნდა მოიძებნოს და სახელმწიფომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს, როგორ შველის ამ ბავშვებს. ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო ასეთ ადამიანებს სჭირდებათ. მისი ავკარგიანობა იზომება იმით, ასეთ ბავშვებს ყურადღებას რამდენად მიაქცევს და არა ზოგადი აბსტრაქტული ფრაზებით. პრემიერი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე რომ გველაპარაკება, ჩამოვიდეს, ეგ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ამ ბავშვებს მისცეს და წამალი იყიდოს. კაცი შეშინებულია და არ გამოდის კაბინეტიდან. წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს„საკუთარ მოქალაქეებთან საუბრის უნარი არ აქვს“.

„ვხედავთ, რომ მას არ აქვს უნარი საკუთარ მოქალაქეებს ელაპარაკოს. 7 დედაა აქ მოსული და 70 პოლიციელი. დღეს პრემიერის პოზიცია ესაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ხედვა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას.

„სახელმწიფოს არ აქვს სტატისტიკა რამდენი ბავშვია დაავადებული აქონდროპლაზიით, არც მათი სამედიცინო და სოციალური საკითხები აქვს შესწავლილი, არც ხედვა საქართველოში მედიკამენტის შემოტანის საკითხი როგორ გადაჭრას“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები