2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლო 3 დღის განმავლობაში „ტამიფლუ“ უფასოდ 1600-მდე პაციენტმა მიიღო - დავით სერგეენკო

„ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს, ძალისხმევა შევასუსტოთ“- ეს განცხადება დავით სერგეენკომ გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირზე გააკეთა. 

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად გრიპის მართვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მისი განმარტებით, ავადობის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. 400 ერთეულით არის შემცირებული სასწრაფოს გამოძახებებიც. 

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს,ჯანდაცვის მინისტრის თქმით 5 იანვრიდან დღემდე სამედიცინო მომსახურება 4000-მდე პაციენტს გაეწია. კვლავ 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს 5 ამბულატორია თბილისში. 

"ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ 1600-მდე პაციენტმა მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.
 მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზეა (1505) ხელმისაწვდომი,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

სეზონური გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირს 112-ის და თბილისის მერიის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები