2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა"

  დედაქალაქის მერის განცხადებით, უკანონო მშენებლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სთხოვა:

"ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლონა და მე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა.
 არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ რაიონში იქნება. 

ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, თუ გვინდა სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული" განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები