2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები"- 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე, შიდა აუდიტის დასკვნა ქვეყნდება

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა. დასკვნაში წერია, რომ უწყება სასწავლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის ქონების განკარგვის და მართვის კუთხით.

შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში, შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან,  მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს,   დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე  სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

"შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში;  სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან,  მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული,"-ნათქვამია დასკვნაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები