1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გარდაუვალი მარცხი ელოდება რუსეთს… საბჭოთა კავშირის ნგრევა მაშინ დაიწყო, როდესაც გამრავლდა ცინკის კუბოები ავღანეთიდან” – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი „პალიტრანიუსთან” ამბობს:

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგრესია არ განხორციელდება და დასავლეთი მოახერხებს რუსეთის შეჩერებას, თუმცა თუ მოვლენები მაინც სამწუხარო სცენარით განვითარდა, თავდასხმა მოხდა, ეს იქნება რუსეთის ამ პერიოდის პოლიტიკის დასასრული, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად დადებითად აისახება მის მეზობლებზე და მათ შორის, საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველო თავად გამოავლენს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებას, უნარს, პოლიტიკურ მზაობას, იმიტომ, რომ ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის.

გარდაუვალი მარცხი, რომელიც ელოდება რუსეთს თუკი ის სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს მორიგ ჯერზე – ეს არის ერთი არჩევანი და მეორე არის უამრავი დაღუპული სამხედრო, რომელიც რუსეთში დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ რაციონალიზმი გადაწონის რუსეთში, იმიტომ, რომ მათ ასევე ყველაფერთან ერთად ახსოვთ, როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გამრავლდა ცინკის კუბოები ავღანეთიდან.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები