1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა – ბაია პატარაია

ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ისტორიული მატჩს – მოსკოვის დინამოს თამაშს ეხმაურება.

როგორც პატარია წერს, მისმა სტატუსმა შესაძლოა, ბევრი ადამიანი გაამწაროს.

 

„რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.დროა, გაიზარდოთ!

სხვათაშორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).

დროა, გაიზარდოთ!

გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.

ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს – რა გიხარიათ?!

ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.

დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!საქმე აკეთეთ!“, – წერს ბაია პატარაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები