0 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დღეს თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის, ყველაზე პატარა, 18 წლის- ლაშა კობახიძე ზესტაფონიდან ლუკმა- პურის საშოვნად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი, ვეღარასოდეს დაბრუნდება..."

დღეს თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის, ყველაზე პატარა, 18 წლის- ლაშა კობახიძე ზესტაფონიდან ლუკმა- პურის საშოვნად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი, ვეღარასოდეს დაბრუნდება...😢😢

მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რა ბედენაა? კარგად შეხედეთ, დააკვირდით ვისზე? ვის შვილზე ნაკლებია? აღნაგობით, ჩაცმის კულტურით,ზნეობით, პასუხისმგებლობა რომ მაღალი და შესაშური ჰქონდა ამას, პატარა ასაკიდან ოჯახის სარჩენად, შესაშველებლად მისგან აღებული ვალდებულებაც ადასტურებს ....

ვინ მოთვლის, რამდენი ოცნება და ფიქრი მოუკლა, გაუნადგურა სამშობლომ.... რომლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვდა,? - მომეცით საშუალება ვიშრომო- ოფლი ვღვარო, ვისწავლო- ღამეები ვათენო, ოჯახსაც გამოვადგე და სამშობლოსაცო!

ლაშა, არ დაიდარდო, იქნებ დღეს, აქაურ მიწიერ ცხოვრებას, შენი ზეციური სჯობს! უცოდველს, უფალი მიგიღებს და გიპატრონებს! ♥️😢


ლაშა გოგოლაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები