2 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არაადამიანები, სადარბაზოში დახვდნენ უცხოელ ტურისტს, გაძარცვეს და სასტიკად სცემეს"

თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ-ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ დავითაია ავრცელებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები