2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

გიორგი ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები