0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ტერეზა მეი: "ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს"

ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენეს.

ერთ-ერთმა გამომსვლელმა ტერეზა მეის მოუწოდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ამას უკვე აკეთებს, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

„მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს სხვადასხვა ფრონტზე ხდება და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები