1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მომხმარებლებს უჩნდებათ ტარიფის ზრდის განცდა"-„თელმიკოს“ წარმომადგენელმა განმარტა, რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს „გაორმაგებული გადასახადი“

ჩამოტვირთვა

 

ორი ქვითრის ამბავი აღარ განმეორდება, დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც დაიხურა საანგარიშო პერიოდი. ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ განაცხადა.

„არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, მაგრამ როდესაც გვირეკავენ, ვუხსნით, რომ არ აქვთ გადახდილი დეკემბრის თანხა და სინამდვილეში თვიური მომხმარება არ გაზრდილა. არის მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლებს უჩნდებათ ტარიფის ზრდის განცდა. რეალურად, როდესაც 2021 წლის ივლისში შემოვედით ბაზარზე და ტარიფი არ შეცვლილა, მაგრამ გარკვეული კატეგორიისთვის ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა. 1 იანვრიდან ეს აღარ იფარება, ახლა სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს, ესეც ქმნის გაძვირების შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. 600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს. ჩვენ ვალდებულები ვართ, განვახორციელოთ დარიცხვა იმ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც „თელასი“ გვაწვდის, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით. ყველა მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე მოგვმართოს. საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ძირითადად, 90%-ზე მეტი უსაფუძვლო აღმოჩნდა, რაზეც წერილობით მივეცით ახსნა-განმარტება. თუ ჩვენება არასწორად ფიქსირდება, მოგვმართავენ და „თელასი“ ახდენს ჩვენებების გადამოწმებას, სწორი კილოვატის კორექტირებას და შემდეგ ჩვენ ვახდენთ თანხის კორექტირებას. დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც დაიხურა საანგარიშო პერიოდი. ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული“, - აცხადებს თეა ნოზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები