0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეყვარებულის გამო, იაპონიის პრინცესამ მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა

     იაპონიის იმპერატორის ქალიშვილს მემკვიდრეობა ჩამოერთმევა, ამის მიზეზი კი მისი ბოიფრენდი კეი კომუროა..   საქმე იმაშია, რომ კომურო ღარიბი ფენის წარმომადგენელია, ის უბრალო ოჯახიდან არის  და შესაბამისად, სამეფო ოჯახი მათი ქორწინების დიდი წინააღმდეგია.

   წყვილმა ერთმანეთი ტოკიოს  უნივერსიტეტში  გაიცნო  და  უკვე  5 წელია რაც შეყვარებულები არიან.  პრინცესას თქმით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და არანაირი მემკვიდრეობა არ უღირს სიყვარულის დაკარგვის ფასად.

„ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ოფიციალურად განვაცხადოთ  ნიშნობის თაობაზე და ამ ცერემონიის შემდეგ, მე ჩვეულებრივი მოქალაქე გავხდები“- განაცხადა პრინცესა მაკომ 

  აღსანიშნავია, რომ პრინცესას გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ სამფო ოჯახის წევრების  ნათესავები, ისინი  ამხნევებენ მაკოს და გადაწყვეტილებას უწონებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები