0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს, მსახურების მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მივეცით – საპატრიარქო სვეტიცხოველში რუსულენოვან გალობაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები.

„განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები