1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზარ კადიროვის დაკვეთით“- რატომ იგეგმებოდა გაბუნიას მკვლელობა?

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია ბრიფინგს მართავს:

არა მარტო ამ ქვეყის ხელისუფლება გვიტევს, არამედ ბოროტების მთავარი ღერძი – რუსეთი – ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. 

გიორგი გაბუნიას გამონათქვამები კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არა ფორმით, არამედ შინაარსით. 

გახსოვთ, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც მაშინ ჩვენი ტელევიზიის წინ იყო მოსული და მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ გაიზრდებოდა საფრთხე და საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეცვა გიორგი გაბუნია.

ამის ნაცვლად, მთავრობის წევრებიდან წამოვიდა ნეგატიური განცხადებები, მათ შორის თბილისის მერის კალაძის მხრიდან – სირცხვილი მას პირადად, არაფერ კავშირში არ იყო ამ სიტუაციასთან, არც არავინ იყო ამასთან კავშირში, ეს იყო ერთ კონრეტული ჟურნალისტის აზრი.

მივიღეთ დევნა ხელისუფლებიდან და როგორც ახლა შემიძლია თქმა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდანაც. 

მთავარი და მნიშვნელოვანი – ჩვენთვის ეს უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია და ახლა უკვე ვალდებული ვართ განვაცხადოთ საჯაროდ, რადგან მედიაში გაჟონა ინფორმაციამ.

კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა ეროვნებით ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს, ვასამბეგ ბოკოვი. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი სხვაა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. 

საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი უკრაინელი სამართალდამცველების მხრიდან, იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის და ზოგადად ამ ქვეყნის გამორჩეული პიროვნების ლიკვიდაციას რამზარ კადიროვის დაკვეთით.

ჩვენი წყაროს ცნობით, კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან, ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა რომ მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტოტრიაზე ლიკვიდაციის. თვეების მანძილზე გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენ გავაძლიერეთ დაცვა, გვქონდა ინფორმაცია თვალთვალზე, მაგრამ არ დაგიმალავთ, ხელისუფლება გვეგონა. 

უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდხანს მიდიოდა საქართველოს ხელისუფლებისთვის შეუტყობინებლად, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ მიიჩნიეს სანდოდ და ეჭვი იყო ინფორმაციის გაჟონვის. კორონაპანდემიის გამო უკვე გადასცეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას. 

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა პროვოკაციად, მიუხედავად ამისა, გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილების. დაკავებული იქნა ეს მოქალაქე ამ რეალური მიზეზით. 

გასაკვირი არ იყო, მაგრამ ემოციურად რთულია, რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი სახე, ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ამ დროისთვის სამყაროს ნომერ პირველი ტერორისტის ვლადიმერ პუტინის მთავარი დასაყრდენის, კადიროვის შეკვეთით. 

ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გაასაჯაროონ ინფორმაცია, ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები