1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი განცხადებას ავრცელებს: „კარგი ვერაფერი დაინახეთ ამ ქორწილში?“

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი, რუსკა გვარამაძე ეხმიანება ფოტოგრაფ დავით ჭალიძის განცხადებას, სადაც ამ უკანასკნელს ეწერა, რომ ამ ცნობილ ქორწილში ფოტო და ვიდეოგრაფებისთვის კვება არ იყო გამოყოფილი:

„ძვირფასო მეგობრებო და ნაცნობებო, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ამ საოცარ აგორებულ ამბავს.

მოდით, სანამ ჩვენს ორგანიზებას და გაკიცხვას დაიწყებთ, ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა როგორ იყო.

ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში. პოსტის დაწერიდან, 1 საათში ანუ როგორც კი პროგრამამ მოგვცა საშუალება ყველას, მშვენივრად მივუსხედით მაგიდას, საკმაოდ დატვირთული მენუთი და არც ფოტოგრაფი, არც ვიდეოგრაფი, არც ხმის და განათების რეჟისორი, არც „კრანის“ ხალხი მშიერი არ დარჩენილა.  ასევე დააყოლეს უგემრიელესი ტორტი და ყავაც.

ჩვენს კომპანიასთან ვისაც უმუშავია, კარგად იცის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა და ასეთი შეცდომები ჩვენ რომ არ მოგვდის კიდევ კარგი არაერთ ადამიანს გაქვთ ნანახი.

ნამდვილად იზრუნა ორგანიზატორმა სთაფის კვებაზე მეგობრებო და შეარგეთ ახლა ამ ხალხს ბედნიერება!

ორი დღეა ვკითხულობ კარგ კომენტარებზე მეტ უარყოფითს, ლიზა წაიქცა და აიტაცეთ, ვიღაცამ რაღაც დაწერა, რაც სიმართლე არაა და აიტაცეთ, კარგი ვერაფერი დაინახეთ  ამ ქორწილში???“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები