2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაჭაში მოკლულ ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

რაჭაში მოკლულ ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ორი ბრალდებულიდან ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი ამბობს, რომ კონფლიქტში მომრიგებლის როლს ასრულებდა.  

პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. ხოლო დაკავებულს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, სახაზინო ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს, რომელიც მასთან სტუმრად მყოფ გოგონების დაცვას ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები