0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

რას ყვება იმ რესტორნის დირექტორი, სადაც ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გატაცებამდე იმყოფებოდა?

ჩამოტვირთვა


ინტერნეტ ტელევიზია itv.ge იმ რესტორნის დირექტორსა და თანამშრომელს ესაუბრა, სადაც დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცებამდე მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
 
თბილისის ცენტრში მდებარე რესტორნის დირექტორი itv.ge-სთან საუბრისას ამბობს რომ შენობაში ვიდეო-კამერები არ არის დამონტაჟებული.
 
თუმცა, აცხადებს რომ პერიმეტრი გვერდით მდებარე დაწესებულებებიდან, იქვე მდგარ ელექტრო-ბოძზე მიმაგრებული და მიწისქვეშა გადასასვლელის სიახლოვეს დამონტაჟებული კამერებიდან კონტროლდება.
 
რესტორნის თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია ამოიღეს თუ არა, სამართალდამცველებმა ვიდეო-კადრები, მაგრამ დარწმუნებით აცხადებენ რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მათთან ხშირად მიდიოდა, რაც შესაძლოა, გამტაცებლებისათვისაც ყოფილიყო ცნობილი.

შეგახსენებთ რომ მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, მანქანაში ჩატენეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, სცემეს და აზერბაიჯანში არალეგალურად გადაიყვანეს, სადაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
 
გატაცებულის მეუღლე, ადვოკატი და მეგობრები დარწმუნებულები არიან რომ მუხთარლის გატაცება ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ ერთობლივად განხორციელებული უკანონო სპეცოპერაცია იყო.

სართველოს ხელისუფლება კი მომხდართან კავშირს უარყოფს, თუმცა, ვერ აკონკრეტებს: როგორ გადაკვეთა უპასპორტო ჟურნალისტმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად ისე, რომ ვერაფერი შენიშნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები