2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

ჩამოტვირთვა

რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო უწყება რუსეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებს. ნინო კალანდაძის თქმით, კრემლი ასეთ განცხადებებს შიდა აუდიტორიის მისამართით აკეთებს. მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ განცახდებების გაკეთებით ერთგავარად საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის განხოციელებას ცდილობენ, რაც მოახლოებულ ჩიკაგოს სამიტს უკავშირდება. იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო კალანდაძის განცხადებით მოლაპარაკებებში ჩართული არიან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ისრაელში საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახურები. დღესვე ცნობილი გახდა რომ ორდღიანი ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში გაემგაზავრა, სადაც მრავალმზრივ შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები