1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯო ბაიდენი - უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხი სიბნელეში ჩაძიროს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინის უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

„უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხი სიბნელეში ჩაძიროს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასოდეს გატყდება“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას.

„ეს კოალიცია აწვდის უკრაინას კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჩამჭრელებს. როგორც ივლისში ნატო-ს სამიტზე განვაცხადე, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს აღჭურვილობა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთი დამატებითი სისტემისთვის. შეერთებული შტატები ასევე აწვდის უკრაინას ენერგეტიკულ აღჭურვილობას, რათა შეაკეთოს თავისი სისტემები და გააძლიეროს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის მედეგობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

„უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად და უკრაინული ძალები ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება მანამ, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები