კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთ...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
|
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, განცხადებას ავრცელებს.
“ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს – უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები. თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მონაცემები.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ასეთი ინფორმაციის დაცვის მიზნით, აწესებს მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს. პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას.
სწორედ ამიტომ, დაწესებულება/პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას პირის ჯანმრთელობის შესახებ, ვალდებულია დაიცვას მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მონაცემები გაამჟღავნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, შესაბამისმა დაწესებულებამ/პირმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისგან და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება შესაძლოა გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც წესი, ვერ იქნება გამართლებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება.
კანონმდებლობის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია თავად ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობით. ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები”. – ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქა...
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მა...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
"ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენ...
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები