0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა - სააკაშვილი გორდონის გაბრუნებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებაზე წერს, რომ ეს ქვეყნისთვის შავი ლაქა და საერთაშორისო სკანდალია.

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო" , - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები