0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მაქვს ინფორმაცია, რომ “ოცნება” აპირებს აქციის დაორგანიზებას” – ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, “ფორმულასთან” ამბობს:

“მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუ არ ვცდები 27-ში თუ 28-ში ქართული ოცნება აპირებს აქციის დაორგანიზებას. სავარაუდოდ ისევ ვიხილავთ ამ ძალადობით გაჟღენთილ რიტორიკას და მონაწილეობას მიიღებენ ალბათ ისევ სსიპ-ების, ააიპ-ების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გუშინდელი მინი აქციები სამარცხვინოდ ამხელდა ამ რეჟიმის სახეს, ამაზე უფრო დათვური სამსახური რა უნდა გაუწიო საკუთარ თავს.

ჩემი აზრით, ეს იქნება კონტრპროდუქტიული აქცია, ბუნებრივია ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ვაპირებთ არა ცოცხებით და სხვა ნივთებით შეიარაღებული ადამიანების, არამედ დროშებით და გამარჯვების რწმენით გამსჭვალული ადამიანების მობილიზაცია მოვახდინოთ მეორე ტურებისთვის, რათა გაიმარჯვოს არა ერთმა პოლიტიკოსმა და ერთმა პარტიამ, არამედ გაიმარჯვოს ამ ქვეყანამ და საქართველომ შეძლოს წინსვლა”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები