0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ სააკაშვილს 30 ოქტომბრამდე გაათავისუფლებს, ხელისუფლება არჩევნებს წააგებს – გია ხუხაშვილი

თუ 30 ოქტომბრამდე სააკაშვილი ციხიდან გამოუშვეს, ხელისუფლება ყველა ოლქს წააგებს – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ციხეშიც და გარეთაც ამ ხელისუფლების თავის ტკივილია.

“თუ გირგვლიანის მკვლელების გამოშვებაზეა ბრალდებული სააკაშვილი, დიდი ბოდიში, მაშინ იმავე საქმეში ბრალდებული უნდა იყოს მოსამართლეც, ვინც გამოუშვა მკვლელები. მურუსიძე მყავს მხედველობაში, მურუსიძემ შექმნა თავისი გადაწყვეტილებით ის რეალობა, რომ ეს მკვლელები გამოვიდნენ ამნისტიით. 

მიშა სააკაშვილი 30 ოქტომბრამდეც ციხეში ხელისუფლების თავის ტკივილია, მაგრამ "ოცნება” ამ საკითხს არჩევნების მეორე ტურამდე არ განიხილავს, რადგან თუ 30 ოქტომბრამდე სააკაშვილი ციხიდან გამოუშვეს, ხელისუფლება ყველა ოლქს წააგებს. იციან, რომ ამომრჩეველი აღარ მისცემს ხმას ხელისუფლებას. ერთადერთია პრეზიდენტის შეწყალება, მაგრამ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან "ოცნებას” ასეთ დისკომფორტს არ შეუქმნის – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები