1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰალიმა ადენი – პირველი ჰიჯაბიანი მოდელი ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

  ბრიტანული Vogue-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 102 წლის არსებობის მანძილზე, ყდაზე ჰიჯაბით მოსილი მოდელი პირველად მოხვდა. 

მაისის გამოცემის ყდაზე 9 მოდელი პოზირებს, რომლებიც "მოდას ცვლიან". მათ შორისაა 20 წლის ჰალიმა ადენი. ის შეუერთდა მოდელებს: ადუტ აკეჩი, რედიკა ნეირი, იონ იანგ ბაე, ფარეტა, ფრენ სამერსი, ვიტორია სერეტი, პალომა ელსესერი და სელენა ფორესტი.

წინა წლის აპრილში, ჟურნალის კრეატიულ დირექტორად ედვარდ ენინფული დაინიშნა, რომელმაც პირველი ნომერი დეკემბერში გამოუშვა. ედვარდი პირველი მამაკაცია, რომელიც ამ პოზიციაზე აირჩიეს. მას შემდეგ, Vogue-ში დიდი ცვლილებები დაიწყო.

" როდესაც თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობ, ჩემთვის საქმე მხოლოდ შავ და თეთრ კანს არ ეხება. ეს არის რასა, ზომა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რელიგია, სქესი... ამას ვზეიმობ ახალ გარეკანზე."– აცხადებს Vogue-ის ჟურნალის კრეატიული  დირექტორი


კომენტარები

მსგავსი სიახლეები