0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს - ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ

ბორჯომის ტყეში, სადაც 20 ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილი გაავრცელა.

"დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა. ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება,"
-წერს სინჯიკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები