1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა “-თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა. ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო. 

 

სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე წუთში ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა. დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა. 

 

ექიმ ლეილა კიღურაძის თქმით, აღსანიშნავია უმცროსი ექიმის დავით ბაბილოძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ზურაბ წკრიალაშვილის ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. 

#გვეამაყება

ექიმი ლეილა კიღურაძე 

უმცროსი ექიმი დავით ბაბილოძე 

მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი 

#შენისიცოცხლისგადასარჩენად

 

წერს სოციალურ ქსელში გვერდი- “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები