1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩამოტვირთვა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, 440-ზე მეტი კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, 500-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები