1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია ფანჯიკიძე: ექიმმა შეწუხებულმა მითხრა, კვდებიო ..

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნანახი სიზმრის ახსნას ფსიქოლოგიურად ცდილობს

"დამესიზმრა, ვითომ ექიმმა შეწუხებულმა  მითხრა, კვდებიო. სახეზე ეწერა, ოქრო ადამიანად მთვლიდა და ძალიან ვენანებოდი. უკმაყოფილომ გავიღვიძე, - ხომ არის ეგეთი დღეები, რომ არ ხარ სიკვდილის ხასიათზე, ხოდა დავტრიალდი და რაც კი ვუდუისტური, შამანური ან ქრისტიანული რიტუალი ვიცოდი, ჩავატარე ყველა, წყალსაც მოვუყევი, ცეცხლსაც გამოვუხმე, მიწაც წავაყარე, ღმერთსაც ავძახე, ცოტაც მაცადე, უამრავი საინტერესო პროექტი მაქვს დაწყებული და დამასრულებინემეთქი. მოკლედ, გავატანე სიზმარი ქარს და წყალს, დედლაინი გადავავადე და მხოლოდ ამის შემდეგ  გადმოვიღე ფსიქოანალიტიკოსთა განმარტებები და რა ამოვიკითხე? - სიყვარული გეწვევა, ამას ნიშნავსო.  ღმერთომეთქი, ავძახე კიდევ, დამიბრუნე სიზმარი, შენს სერვერზე მაინც იქნება დამახსოვრებულიმეთქი, მაგრამ ხმას აღარ მცემს. თქვენ მაინც გაითვალისწინეთ, თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით, არ აფორიაქდეთ და არ იჩქაროთ ქოშების უკუღმა ყრა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები