2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ხოდა, ძალიან უნამუსობაა წუწუნი იმაზე, რომ ქმრებს მანქანაში გვერდით ვერ უჯდებით…“

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, შორენა გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ორ კვირაზე მეტია ჩემ ქუჩაზე მხოლოდ სასწრაფოს ხმა ისმის, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, შემდეგ, როცა ძალიან შემაწუხებელი გახდა, ყურსასმენები გავიკეთე და რა დრომდეც შესაძლებელია ვუსმენ მუსიკას. იმიტომ რომ ახლა სასწრაფო დახმარების მანქანის ხმას სხვა დატვირთვა აქვს, გაცილებით მძიმე. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადის ნიუ იორკიდან, ზოგი ფინანსური პრობლემის, ზოგი სამსახურის და ა.შ. მათ შორის ვარ მეც. მყავს მოხუცი, რომელსაც სამი წელია ვუვლი და რამდენჯერმე გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან. რომელსაც ჩემ გარდა არ ჰყავს არავინ, არც შვილი, არც დედმამისშვილი, არც ახლო ნათესავი. (ჰყავს მხოლოდ მეორვე ქალი ისიც მარტოხელა). რომელიც იმდენად მიყვარს რომ ორმაგ ხელფასზე სამჯერ ვთქვი უარი. რომელიც მხოლოდ ორი დღე დავოტოვე და ისეთ დღეში დამახვედრეს 6 თვე ჰოსპიტალში თავთან ვეჯექი. რამდენიმე დღის წინ იუთუბზე ვუყურე როგორ შემეცვალა მისთვის კათეტერი და ერთი ძალიან კარგი ექიმის წყალობით, რომელიც ონლაინ მეხმარებოდა შევცვალე, იმიტომ რომ იმ ექიმს. რომელიც მანამდე მოდიოდა კორონა ვირუსი აღმოაჩნდა და ვერ მოვიდოდა. ახლა მითუმეტეს არ ვაპირებ მივატოო და სადმე, უფრო მყუდრო შტატში წავიდე, იმიტომ რომ მე ვიყო უსაფრთხოდ. ასეა აქ ძალიან ბევრი, მცირეწლივანი შვილებით, უმუშევრად დარჩენილები. იმ დღეს მეგობარმა მითხრა მაღაზიაში სირბილით წავედი, ბავშვები დედამთილს დავუტოვეო. დედამთილი საქართველოშია. ჩართული ვიდეო თვალით დაუტოვა 7 და 1 წლის შვილი. სიკვდილს უყურებს ხალხი თვალებში, რადგან რაც არ უნდა დაგემართოს უნდა იჯდე სახლში. თუ იხრჩობი მხოლოდ მაშინ უნდა დარეკო 911 ზე. ხოდა ძალიან უნამუსობაა წუწუნი იმაზე რომ ქმრებს მანქანაში გვერდით ვერ უჯდებით. ის რომ ოჯახში ოთხი ხართ და მანქანაში სამი ადამიანი უნდა ჩაჯდეს. გეუბნებიან, ერთი გადით სახლიდან, ისიც აუცილებლობის შემთხვევაშიო და ზოგმა ოთხი ვართ და რანაირად გავნაწილდეოთო,სირცხვილია. მართლა. “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები