2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრო

 

თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში  იმპლემენტაციას გულისხმობს.

 

თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

 

„კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით“ - ნინო ჩოგოვაძე, თიბისი ტექ გუნდის წევრი.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები