1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში გადაადგილება აღდგა

მთავრობა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განაგრძობს. დღეიდან უკვე მთლიანად აღდგა გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში. ამ ქალაქებში ყველა სახის ტრანსპორტს შესვლა და გასვლა ამიერიდან თავისუფლად შეუძლია.

რუსთავში სპეციალური საგუშაგოები, რომელიც ქალაქის ხუთივე შესასვლელში იყო განლაგებული, ღამის საათებში მოხსნეს. სპეციალური ტექნიკით გასუფთავდა ქალაქის შესასვლელები იმ დროებითი ინფრასტრუქტურისგან, რომელიც გამშვები პუნქტების ფუნქციონირებისთვის იყო განსაზღვრული. უკვე მოხსნილია სპეციალური კარვებიც.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ყოველგვარ გადაადგილებას კრძალავს, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.

ამას გარდა, ზუსტად 4 დღეში, 18 მაისს მოიხსნება შეზღუდვა მარნეულშიც. 

გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა თბილისში ორშაბათიდან მოიხსნა, ხუთი მაისიდან კი გადაადგილება თავისუფალია ქუთაისსა და ბათუმში. კორონავირუსისპრევენციის მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები