0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„ძალიან შეწუხებული ვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის მიმართ კეთდება"- იანოშ ჰერმანი

„ძალიან შეწუხებული ვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებების დამცველის საქმის მიმართ კეთდება,“- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს და ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და პოლიტიკური ძალები გვაწვდიან. ველით, რომ ფაქტები დადგინდება და საკითხი გაირკვევა. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო ერთგულია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების მიმართ ევროკავშირთან თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ პრინციპების ერთგული დარჩება. ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ ამ შემთხვევის გამო. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა, ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვით, როცა გვექნება სრული სურათი ამის შემდეგ შევძლებთ დასკვნების გაკეთებას,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები