0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თორდია-ფარცხალაძის ჩხუბი - შსს ვიდეო მასალას ავრცელებს

ჩამოტვირთვა

  შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ ელ ცენტროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.   საქმე ეხება აუდისტის სამსახურის უფროსსა და ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს. უწყება მომხდარის შესახებ მოპოვებულ ვიდეო მასალას ავრცელებს  .
   ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გამოძიების განმავლობაში დაიკითხა არა ერთი მოწმე, თავად ბრალმდებელი და სავარაუდო თავდამსხმელი, ოთარ ფარცხალაძე. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, არცერთი მოწმე და თავად არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს ხელი ფარცხალაძემ დაარტყა. „გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს თუ როგორ საუბრობს ელ ცენტროს ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. როგორც ხდება კონფლიქტი ძალიან მალე, დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებთან ერთად მშვიდად ტოვებს ელ ცენტროს ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ვიდეო ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა,“ - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები